ჭუმბურიძე ზვიად
ზვიად (სანდრო) ჭუმბურიძე – Zviad (Sandro) cumburidze, ქართველი დიპლომატი, 2003-2007 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, 2009-2013 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთის რესპუბლიკაში – აკრედიტებული ხორვატიის რესპუბლიკასა და მონტენეგროში.
დაიბადა: 21 მაისი, 1963 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.
განათლება:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – დასავლეთ ევროპის ენების და ლიტერატურის ფაკულტეტი, ფილოლოგი; ნიდერლანდები – „კლინგენდაილ“-ის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი.
სამუშაო გამოცდილება:
1986-1990 – რესპუბლიკური საზოგადოება „ცოდნა“ განყოფილების გამგე;
1990-1992 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – UNESCO-ს საერთაშორისო კომისია, რეფერენტი;
1993-1997 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – კულტურის, პარტნიორულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებათა დეპარტამენტი – სხვადასხვა დიპლომატიური თანამდებობები;
1997-2000 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – კულტურის, პარტნიორულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი;
2000-2002 – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – საპარლამენტო მდივანი;
2007 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგანგებო დავალებათა ელჩი;
2007-2008 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი;
2013-დან – ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი;
2019-დან – ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი.
2010 – ქ. ბუდაპეშტში ზვიად ჭუმბურიძის თაოსნობით გაიხსნა შოთა რუსთაველის სახელობის მოედანი და დაიდგა
შოთა რუსთაველის ძეგლი.
გამოცენული წიგნები:
2017 – „ათონი – პატრიარქის გაზაფხული“;
2021 – „დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები 1991-2021“.
ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
ჯილდოები: – უნგრეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენი „კომანდორის ჯვარი“.