ჭუმუტა
ჭუმუტა - სინონიმები: ჯუმუტა, ჯუმუტაი - მაღალხარისხოვანი საღვინე ვაზის ჯიშია.
ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდია და მომრგვალო ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფირფიტის ზედა მხარე ბადისებრდანაოჭებული, ქვედა მხრიდან დაფარულია გართხმული ბუსუსებით.
მტევანი საშუალო ან საშუალოზე მცირე, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური. მხრიანი. მკვრივი ან ძალიან მკვრივი. არის საშუალო სიმკვრივის მტევნებიც. მარცვალო მომრგვალო, მუქი ლურჯი, ძლიერ გამოხატული ცვილისებური ნაფიფქით. კანი მკვრივი, რბილობი საშუალო კონსისტენციის და წვნიანი. წვენი შეფერვის გარეშე. სასიამოვნო გემური თვისებებით.
ფენოლოგია
კვირტის გაშლა აპრილის მეორე დეკადაში, ყვავილობა ივნისის დასაწყისში; შეთვალება აგვისტოს მეორე ნახევრის შემდეგ. სრული სიმწიფე ოქტომბრის მეორე ნახევრიდან. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 180-185 დღე. ვაზი საშუალო ზრდის და საშუალო მოსავლიანია. 1ჰა მოსავალი 60-70ც. მტევნის წონა 137-180გ.
ყურძნის წვენის შაქრიანობა 22.7- 23%; საერთო მჟავიანობა 7.5-9გ/ლ; pH- 3.25