ჭურვის ტრაექტორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭურვის ტრაექტორია - უწყვეტი სივრცობრივი ხაზი, რომელსაც მოხაზავს საარტილერიო ჭურვის მასის ცენტრი ლულიდან გამოფრენის შემდეგ. არის ბალისტიკური, რაომელიც მსგავსია თავისუფლად გადაგდებული სხეულის ტრაექტორიისა (ჭურვი გამოფრენის შემდეგ მოძრაობს სიმძიმის ძალის და აეროდინამიკური წინაღობის ზემოქმედებით). პირობითად მიღებულია ტრაექტორიას ერქვას დამრეცი, თუ ლულის ჰორიზონტთან დახრის კუთხე არ აღემატება 200 და ციცაბო, თუ კუთხე აღემატება 200.

ჭურვის ტრაექტორია შეიძლება განისაზღვროს ცდების გზით, სატრაექტორიო გაზომვებით ან თეორიულად, ელექტროგამომთვლელი მანქანის საშუალებით ჭურვის ფრენის მათემატიკური მოდელის საფუძველზე.

ჭურვის ტრაექტორია განლაგებული სროლის ცხრილების პირობებში ეწოდება ცხრილური, ხოლო მის ელემენტები შეადგენს სროლის ცხრილების საფუძველს. ბალისტიკური რაკეტის ტრაექტორია შედგება აქტიური და პასიური უბნებისაგან. აქტიურ უბანზე რაკეტა იღებს მოცემულ სიჩქარესა და დახრის კუთხეს, პასიური უბნის გარე ატმოსფერულ მონაკვეთზე მოძრაობს როგორც თავისუფლად ვარდნილი სხეული, ატმოსფერულ მონაკვეთზე კი სტაბილურდება და მიზნისკენ მიფრინავს.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები