ხაიამი ომარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხაიამი ომარ (≈ 1048 – 1123). სპარსელი პოეტი, მათემატიკოსი, ასტრონომი და ფილოსოფოსი, მეცნიერი-ენციკლოპედისტი,: ალგებრაში სცადა კუბური განტოლების ამოხსნა გეომეტრიული ხერხებით – პარაბოლის, ჰიპერბოლის და წრეწირის გადაკვეთის დახმარებით, რაც იმ დროს უდიდესი მიღწევა იყო. გეომეტრიაში დაწერა ნაშრომი „ევკლიდეს რთული ადგილების გასაღები“, სადაც იგი იხილავს პარალელურ წრფეებს; იკვლევდა შეფარდებათა თეორიას; დაწერა მოძღვრება რიცხვის შესახებ და ტრაქტატები ალგებრაში, არითმეტიკაში.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები