ხანამიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხანამიტი – იაპონურ თეატრ კაბუკიში – ფიცარნაგი, რომელიც სცენიდან დაწყებული, პარტერის გავლით, მაყურებელთა დარბაზის სიღრმისკენაა გამართული. დამატებითი სასცენო მოედანია, რომელიც გამოიყენებოდა მსახიობთა გამოსვლისა და გასვლისათვის, აგრეთვე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სცენების წარმოსადგენად. ხანამიტი ევროპის თეატრებშიც გვხვდება, ვინაიდან ფიცარნაგი მიზანსცენების გამრავალფეროვნების საშუალებას იძლევა. შემდეგში, ადგილის მომჭირნეობის მიზნით, ამ რთულ სისტემას აღარ იყენებდნენ, თანამედროვე კაბუკის თეატრში სავალდებულოა მხოლოდ ძირითადი ხანამიტი.