ხანკალამოვი გიორგი
გიორგი ესაიას ძე ხანკალამოვი – (18.04.1867-1922) სომეხი გენერალ-მაიორი (1918).
დაიბადა ქ.ტფილისში, ვაჭრის ოჯახში. დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი და ალექსანდრეს მე-3 სამხედრო სასწავლებელი.
1886 წლიდან მსახურობდა 155-ე ყუბანის ქვეით პოლკში, მე-16 მინგრელსკის გრენადერთა პოლკში (1891), 152-ე ვლადიკავკაზის ქვეით პოლკში (1892-1893) და ტიფლისის გრენადერთა მე-15 პოლკში. ეკავა ბატალიონის ადიუტანტის და საპოლკო სასამართლოს საქმისმწარმოებლის თანამდებობები.
1901-1902 წლებში მსახურობდა კრასნოვოდსკის მე-8 სარეზერვო ბატალიონში.
1902-1905 წლებში მეთაურობდა ამავე ბატალიონის ასეულს.
1905 წელს დაინიშნა ყარა-კალინის მაზრის უფროსად (შუა აზიაში) და ადგილობრივი ლაზარეთის უფროსად.
1905-1910 წლებში მსახურობდა ფორტ ალექსანდროვსკის გარნიზონის უფროსად, სამხედრო უფროსად და ადგილობრივი ლაზარეთის უფროსად.
1911 წელს დაამთავრა ოფიცერთა მსროლელი სკოლა.
1912 წელს მიავლინეს სპარსეთში.
1914 წელს დაინიშნა თურქესტანის მე-19 მსროლელი პოლკის მე-2 ბატალიონის მეთაურად.
მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში, იბრძოდა კავკასიის სამხედრო მოქმედების თეატრზე.
1916 წლის 20 იანვარს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოვდა წმ.გიორგის IV ხარ. ორდენით (07.01.1916) და გიორგის ოქროს იარაღით (08.08.1916).
1916-1917 წლებში მეთაურობდა თურქესტანის მე-18 მსროლელ პოლკს.
1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ აღმოჩნდა ერევანში. 1918 წლიდან იბრძოდა სომხეთის ნაციონალურ კორპუსში.
1920 წლის აგვისტოდან მეთაურობდა ყარსის მე-2 ბრიგადას.
დაჯილდოებული იყო და რუსეთის ორდენებით. წმ.სტანისლავის III (1906), II (1911), მახვილებით II ხარ. (1915), წმ.ანას III (1909), II (1912), მახვილებით II ხარ.(1915), წმ.ვლადიმერის IV (მახვილებითა და ბათით-1915) და III ხარ. (1916).
მიღებული ჰქონდა ბუხარის „ამომავალი მზის“ II ხარ. (1903)