ხანმეტი ძეგლები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხანმეტი ძეგლებიქართული ენის უძველესი ძეგლები (V-VI სს.), რომლებსაც ასო ხ-ს „ზედმეტად“ ხმარება ახასიათებს (ხ-იყო, ხ-ეტყო-და, ხ-იხილო, ხ-უმჯობესი). ტერმინი „ხანმეტი“ ცნობილი გახდა გიორგი ათონელის ანდერძის მიხედვით, სადაც იგი ასახელებს სახარების ორ ძველ რედაქციას — ხანმეტსა და საბაწმიდურს. კარგა ხანს მეცნიერთათვის დაუდგენელი იყო ტერმინი „ხანმეტი“. ზოგს იგი მიაჩნდა კომენტარად (მ. ბროსე), ზოგს — სრული სახარების აღმნიშვნელ სიტყვად (ა. ცაგარელი), ქრონოლოგიურ მინიშნებად (კ. კეკელიძე). ტერმინის დადგენა შესაძლო შეიქნა უძველესი ქართული პალიმფსესტების აღმოჩენის შემდეგ. გამოირკვა, რომ V-VII სს. ქართულ სალიტერატურო ენას ახასიათებდა ხანის პრეფიქსად ხმარება სამი ფუნქციით: მეორე პირის სუბიექტის, მესამე პირის ობიექტის აღმნიშვნელ ზმნაში და ზედსართავთა უფროობითი ხარისხის საწარმოებლად.


ლიტერატურა

  • ი. ჯავახიშვილი, ახლად აღმოჩენილი უძველესი ქართული ხელნაწერები და მათი მნიშვნელობა მეცნიერებისათვის, ტფილისის უნივრსიტეტის მოამბე, II, 1922–23 (გადაბეჭდილია იმავე ავტორის „ქართული პალეოგრაფიის“ მეორე გამოცემაში, 1949);
  • ა. შანიძე, უძველესი ქართული ტექსტების აღმოჩენის გამო, მისსავე წიგნში: ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები, 1957.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები