ხანძარსაწინააღმდეგო სარქველი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხანძარსაწინააღმდეგო სარქველი – არხებსა და ჰაერცვლის ღიობებში დამონტაჟებული მექანიზმი, რომელიც ავტომატურად იხურება სითბოს აღმოჩენისთანავე და არ ატარებს ალს. ხანძარსაწინააღმდეგო სარქველი გამოიყენება სტატიკურ სისტემებში, რომლებიც ავტომატურად წყვეტს ფუნქციონირებას ცეცხლის აღმოჩენისთანავე, ან დინამიკურ სისტემებში, რომლებიც აგრძელებს ფუნქციონირებას ხანძრის დროსაც. დინამიკური სისტემების ხანძარსაწინააღმდეგო სარქველი მოწმდება და კოეფიციენტი ენიჭება მომატებული ტემპერატურის მქონე ჰაერის ნაკადის ზემოქმედების პირობებში.