ხარაიშვილი გულნაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გულნაზ ხარაიშვილი

ხარაიშვილი გულნაზი – (1950), დაიბადა სოფელ ხვანში (საჩხერე). არის ჟურნალ „ათინათის“ რედაქტორი. ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი. გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: „შენ მენატრები“ (2006), „მზის მკლავებში“ (2012), „ფიქრის ხეივანი“ (2017).


იმერეთში
ვოცნებობდი, ლექსის წერა მომენატრა,
ღვთიურ გრძნობამ ამიძგერა საწყალს გული,
ფიქრებმა კი ხვალის მთები მომანატრა,
დამანახა ჩემი კუთხე დახატული.
იქ აკაკის ნატერფალი შემეგება,
ვხედავ მგოსანს, სიყვარულით ღამენათევს,
სტუმრისათვის ჭიქა ღვინის შეგებება
მჩვევია და ამას ვერვინ ვერ წამართმევს.
წლები მიქრის... დამათოვა ჩუმად თმაში,
სიბერე კი დაჭიხვინობს დაზაფრული.
თამადა ვარ სიყვარულის გამოხსნაში,
იმერეთში სხვაფერია გაზაფხული.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები