ხართვისის მუხა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხართვისის მუხა, (კოლხური) – 25 მ-მდე სიმაღლის ფოთლოვანი ჯიშის ხე. საქართველოს ფლორის ერთ-ერთი იშვიათი, უძველესი სახეობა; სწრაფმზარდი, მაღალხარისხოვანი მერქნის მქონე დეკორატიული მცენარე; უმთავრესად გვხვდება დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, იმერეთი, გურია, აჭარა). თვისებებით ჩამოჰგავს ქართულ მუხას. საქართველოს გარდა ხარობს შავი ზღვის სანაპიროზე (ბზიფის აუზიდან გელენჯიკამდე), მცირე აზიაში, იმიერკავკასიაში და სხვ.