ხარისხი (გრამატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხარისხი – გრამატიკული კატეგორია, რომელიც გამოხატავს საგნის თვისების ხარისხს და დამყარებულია ამ თვისების აღმნიშვნელი ძირეული და წარმოქმნილი ფორმების შედარებაზე. ხარისხი ძირითადად ახასიათებს ვითარებით ზედსართავ სახელებსა და ზედსართავად ქცეულ მიმღეობებს. ზოგ შემთხვევაში ხარისხი დასტურდება ზმნისართებთანაც.

თანამედროვე ქართულში, შედარების დროს ამოსავლად აღებული ე. წ. დადებითი ხარისხის გარდა, გამოყოფენ უფროობით და ოდნაობით ხარისხებს. უფროობითი ხარისხი საგნის ნიშანს დადებითთან შედარებით მეტი ოდენობით გამოხატავს (შავი – უშავესი), ხოლო ოდნაობითი – ნაკლები ოდენობით (შავი – მოშავო).

ხარისხის გადმოსაცემად ენას აქვს ორი მთავარი საშუალება – წარმოქმნითი და აღწერითი. ხარისხის სახელთა წარმოება აფიქსთა მეშვეობით ხორციელდება. უფროობითი ხარისხის საწარმოებლად ძველ ქართულში გამოყენებული იყო უ–ჱ || უ–ეს, იშვიათად – უ–ოჲს || უ–ოს ცირკუმფიქსები, თუმცა არც თუ იშვიათად დასტურდება უ–ე, უ–ო მაწარმოებლებიც (უძველეს, ე.წ. ხანმეტურსა და ჰაემეტურ ძეგლებში. ხ(ჰ) – ჱს || ხ(ჰ) –ეს და ხ(ჰ) –ოჲს საწარმოებლები). ახ. ქართულში უფროობით ხარისხს. ჩვეულებრივ. აწარმოებს უ–ეს, იშვიათად – უ–ოს (უმაღლესი. უმცროსი).

ოდნაობითი ხარისხის მაწარმოებელია: – მო–ო, უფრო იშვიათად – წა–ო (მომჟავო, წათეთრო).

უფროობითი ხარისხის პრეფიქსებთან უძველეს ქართულში დადასტურებული ს-/ ჰ- წარმოშობით III ობიექტური პირის ნიშნად არის მიჩნეული. ხოლო უ-ს სასხვისო ქცევის ნიშანს უკავშირებენ.

უფროობითის ფორმათა სუფიქსები იშლება ე+ ის/ო + ის აფიქსებად. რომლებშიც -ე / -ო საკუთრივ ხარისხის მაწარმოებლებია. -ის კი – ნათესაობითი ბრუნვის ნიშანი. რომელიც შესადარებელი სახელიდანაა გადმოსული (უმაგრეს ქვისა). სხვა ვარაუდით უანაობითის ფორმები სიტყვაწარმოების ნიმუშებს წარმოადგენს (თ. ზურაბიშვილი).

ხარისხის აფიქსთა გენეზისის საფუძველზე გამოთქმულია ვარაუდი, რომ ისტორიულად უფროობითი ხარისხი ქართულში (ქართველური ენები) ზმნური წარმოშობისა უნდა იყოს.

ოდნაობითი ხარისხის პრეფიქსებს სათანადო ზმნისწინებს უკავშირებენ (ა. შანიძე), თუმცა არსებობს ვარაუდი. რომ ისინი წარმოშობით ნასახელარ ზმნათაგან ნაწარმოები მიმღეობებია. რომელთაც დროთა განმავლობაში იცვალეს ფორმა და შინაარსი და. ე. წ. ოდნაობითი ხარისხის სახელებად იქცნენ.

ძველი ქართული უფროობითი ხარისხის ფორმებთან უმეტეს შემთხვევაში წარმოდგენილია შესადარებელი სახელიც, რომელსაც ხარისხის ფორმა მართავს ნათ. ან მიც. ბრუნვაში (უფროდთს ოქროჲსა, უსუბუქეს სენსა). ახალ ქართულში უფროობითი ხარისხის ფორმას ძირითადად შესადარებელი სახელი არ ახლავს და იგი თავისი შინაარსით სხვა ენათა აღმატებითი ხარისხის ფორმებს ემსგავსება (ულამაზესი ქალი –Красивейшая женшина), ხოლო მაშინ, როდესაც ხარისხის ფორმასთან შესადარებელი სახელიც არის, ეს უკანასკნელი უმეტესად -ზე თანდებულიან მიცემითშია (ღამეზე უშავესი), უფრო იშვიათად – ნათესაობითში (ელვის უსწრაფესად).

ხარისხის აღწერითი წარმოების შემთხვევაში ნიშნისა თუ თვისების გამომხატველ სახელთან, ჩვეულებრივ, გამოყენებულია ზმნისართები: ფრიად, ყოვლად, ძალიან, მეტად, ნაკლებად და სხვ. (მეტად დიდი, ძალიან ლამაზი). არსებობს სხვა სტილისტიკური ხერხებიც. როგორიცაა: საგნის ნიშნის აღმნიშვნელი სახელის გამეორება (გრძელი, გრძელი წვერი…). ფუძის გაორკეცება (ცხელ-ცხელი ამბები.) და სხვ.

აღწერითი წარმოება ძველი ქართულისთვის ნაკლებ დამახასიათებელია, ახალ ქართულში აი ამ წესით ნაწარმოები ფორმები უფრო მეტია, ვიდრე წარმოქმნილი, რომელთაც ძირითადად, წიგნური ხასიათი მიიღეს. ეს მოვლენა საერთო ქართველურია.

თ. ზურაბიშვილი


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები