ხასაია ზურაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზურაბ ხასაია – დ. 1949 - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1992), საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1995), დაიბადა სოფელ ნატარღალში (გალის რაიონი); 1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1992 წლიდან თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, 2004 წლიდან ფილოსოფიის კათედრის გამგე. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია, მრავალი სამეცნიერო სტატია და სამი პოეტური კრებული.

ზ. ხასაიას ფილოსოფიური ნაშრომების მთავარი თემაა არსებობის საზრისის პრობლემა, ხოლო ამ პრობლემის მთავარი ასპექტია - ადამიანის არსებობა. კერძოდ, კონკრეტულ არსებობას აზრი არა აქვს, რადგან საფუძველი არა აქვს საკუთარ თავში, ამიტომ აზრი აქვს მხოლოდ განუსაზღვრელ ყოფნას - არარას. შესაბამისად, ადამიანის ცნობიერება, საბოლოოდ, უსაზრისობის გაცნობიერებაა. ჩვეულებრივ, ცხოვრების საზრისი ფიქციაა, ხოლო ნამდვილი, უმაღლესი საზრისი ასკეზაა, სიცოცხლისგან განდგომა, რომელიც იწყება „თავისუფალი ჭვრეტით“ და მთავრდება „უმოქმედობით“. ამ თვალსახრისს ზ. ხასიაია „მეტაფიზიკურ ნიჰილიზმს“ უწოდებს.


თხზულებები

  • „დეტერმინიზმი და თავისუფლება“ (თბილისი, 1991);
  • „მეტაფიზი კური ნიჰილიხმის დაფუძნების მცდელობა“ (თბილისი, 2003).

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები