ხასიათის ნევროზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხასიათის ნევროზი - (character neurosis), ფსიქოანალიზური კონცეფცია, ხასიათის ნიშნებს აღწერს ან როგორც განვითარების სხვადასხვა ფაზის წარმოებულებს, ან, როგორც გარკვეული ანატომიური (ფიზიოლოგიური) სისტემების ანალოგებს. პირველს მიეკუთვნება – ორალური ან ანალური ხასიათები, მეორეს – ისტერიული და ობსესიური ხასიათები. ხასიათის ნევროზის გამოვლინებები განიხილება როგორც შუალედური, ნორმალური ხასიათის მახასიათებლებსა და ნევროზულ სიმპტომებს შორის.
ტერმინი არ შეიძლება დამაკმაყოფილებლად ჩაითვალოს, რადგან იგი შეიძლება მიესადაგოს ნებისმიერ პიროვნულ და ქცევით აშლილობას.