ხატიძე ბადრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბადრი ხატიძე – დაიბადა 1959 წლის 3 აგვისტოს ქ. გორში.
განათლება – საქართველოს ზოოვეტერინარული ინსტიტუტი (1977-1982); სამხედრო სამსახური (1982-1983)
სამუშაო გამოცდილება
- №4 საშუალო სკოლის დარაჯი (1976-1977)
- ზოოვეტინსტიტუტის კომკავშირის მდივანი (1981-1984)
- საქართველოს ალკკ ცკ ინსტრუქტორი (1984-1985)
- საქართველოს ალკკ ცკ საორგანიზაციო გან-ის გამგის მოადგილე (1985-1987); გან-ის გამგე (1987-1989)
- საქართველოს ალკკ ცკ მდივანი (1989-1990); მეორე მდივანი (1990-1991)
- კონცერნ „ერთობის“ ვიცე-პრეზიდენტი (1992-1993)
- სახელმწიფო მეთაურის აპარატის მრჩეველი (1994-1995)
- სახელმწიფო მეთაურის რწმუნებული შიდა ქართლში (1995-1996)
- პრეზიდენტის რეგიონული პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი (1996-2002).
პარლამენტის წევრი
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (2002-2004): მაჟორიტარი, მცხეთის №27 სააჩევნო ოლქი, საინიციატივო ჯგუფი. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): მაჟორიტარი, მცხეთის №27 სააჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ახალი საქართველოსთვის“, ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარები“ - მდივანი, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის წევრი.
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015