ხატობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხატობა – რელიგიური დღესასწაული, რომელიც ხატში ტარდება. ხატობა კალენდარულ წეს-ჩვეულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და წელიწადის ერთსა და იმავე დროს იმართება. ხატობათა ნაწილი ქრისტიანულ კალენდარს ემთხვევა (აღდგომა, მარიამობა და სხვ.), ნაწილი წარმართული თარიღების მიხედვით ეწყობა (ათენგენობა, ლაშარობა და სხვ.).

ხატობის რიტუალების დროს ასრულებდნენ ზეპირსიტყვიერების სხვადსხვა ჟანრის ნიმუშებს, როგორიცაა; ქადაგობა, ხუცობა, ფერხისული, თასური სიმღერები და სხვა.

დ. გოგოჭური


ლიტერატურა

ს. მაკალათია, ფშავი, 1934, გვ. 176,

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები