ხელის მანქანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხელის მანქანა – ტექნოლოგიური მანქანა ძრავით, რომლის მუშაობის დროს დატვირთვა მთლიანად ან ნაწილობრივ გადაეცემა ოპერატორის ხელებს. ამძრავის მიხედვით განასხვავებენ: პნევმატიკურ, ელექტრულ (ქსელის და აკუმულატორის), იშვიათად ჰიდრავლიკურს; მექანიკური მუშაობის შესრულების მიხედვით – პირდაპირს (სამუშაო ორგანოს და ამძრავის ღერძები პარალელურია ან თანხვდენილი) და კუთხურს (სამუშაო ორგანოს და ამძრავის ღერძები განლაგებულია ერთმანეთის მიმართ კუთხით, რაც საშუალებას იძლევა სამუშაო ვაწარმოოთ ძნელად მისადგომ ადგილებში); სამუშაო ორგანოს ბრუნვის მიხედვით – რევერსიანს (ბრუნვა ორი მიმართულებით) და ურევერსოს (ბრუნვა ერთი მიმართულებით).