ხელოვნების სახეები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხელოვნების სახეები – ხელოვნების ისტორიულად ჩამოყალიბებული მტკიცე ფორმებია: არქიტექტურა, ფერწერა, სკულპტურა, გრაფიკა, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, ქორეოგრაფია (ცეკვის ხელოვნება), ლიტერატურა, თეატრი, კინო. ხელოვნების სახეთა თავისებურებანი განისაზღვრება მათი ასახვის საგანთა სპეციფიკით, სინამდვილის აღქმის ხერხებით და მხატვრული ამოცანებით.