ხელოვნების სინთეზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხელოვნების სინთეზი — ერთ ნაწარმოებში სხვადასხვა სახის სახვითი და დეკორატიული ხელოვნების შეხამება არქიტექტურასთან, რომლის მიზანია ერთიანი არქიტექტურულ-მხატვრული სახის შექმნა (შენობა, ინტერიერი). ხელოვნების სინთეზის გაგება ითვალისწინებს ნაწარმოების კომპოზიციური აგების ერთობლიობას, მისი ყველა ელემენტის სტილის რიტმის შეთანხმებულობას. ხელოვნების სინთეზში იგულისხმება სკულპტურული რელიეფების, ფიგურებისა და ჯგუფების, ფერწერული პლაფონების, პანოებისა და სხვ. ფართოდ გამოყენება.