ხელშეკრულება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხელშეკრულება - (agreement, contract) - კონტრაქტი, შეთანხმება ორ ან მეტ პირს შორის, რომელიც ითვალისწინებს უფლებათა და მოვალეობათა დადგენას, შეცვლას ან შეწყვეტას. ხელშეკრულება მოიცავს: მის მონაწილეთა მონაცემებს, მხარეთა ვალდებულებებს, გარიგების საგანს, შეთანხმების პირობებს, პასუხისმგებლობის ფორმებს, ხელშეკრულების ვადის გაგრძელების ან გაუქმების პირობებს, მხარეთა იურიდიულ მისამართებს. ხელშეკრულება მოწმდება მის მონაწილეთა სრულუფლებიანი წარმომადგენლების ხელის მოწერით და ბეჭდით (იურიდიული პირის შემთხვევაში).

არსებობს ხელშეკრულების მრავალი სახეობა. მათ შორის აღსანიშნავია: გენერალური ხელშეკრულება, რომელსაც აქვს უნივერსალური ხასიათი და წარმოადგენს ორგანიზაციებს შორის სამეურნეო ხელშეკრულების სახესხვაობას; კორესპონდენტური ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს ბანკებს შორის შეთანხმებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულება დამქირავებლებსა და დაქირავებულებს შორის სამეურნეო ხასიათის, პირობებისა და ანაზღაურების შესახებ; საავტორო ხელშეკრულება, რომელიც იდება, მაგ., ნაწარმოების ავტორსა და ამ ნაწარმოების გამომცემელს შორის, ან კიდევ, გამოგონების ავტორსა და მის სამართალმემკვიდრეებს შორის და ა.შ.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები