ხემყრალი
ხემყრალი - Ailanthus altissima ხემყრალს კახეთში, ქიზიყში ეძახიან გველის ხეს; კახეთში - მყრა ხეს, ხეკაკალას; გარეკახეთში - ალისტოს, ალიასტოს, ყროლის; ქიზიყში — ჭანდარს, ჭანდრის ხეს, მყრალ ჭანდარს; იმერეთში - მყრალ კოპიტს, ყრუ კოპიტს, რუსულ კოპიტს, მყრალ ხეს; ლეჩხუმში - მწარე ხეს, მწარე იფანს, დათიას ხეს; გურიაში - გალა-მყრალას, ქოთია ხეს; სამეგრელოში კი შურამიას. ზემყრალი მიეკუთვნება სიმარუბასებრთა_Sumarubaceae-ს ოჯახს. ხეპყრალი ტანმაღალი, განიერვარჯიანი ხეა, მწვანე ყლორტებით, მორისფრო თხელი ქერქით დაფარული ტოტებითა და ღეროებით; ფოთოლი კენტფრთართული მორიგეობითაა განწყობილი; ფოთლებში 12–14 გაგრძელებული და წაწვეტილი ფოთოლაკია. ყვავილები წვრილი მოყვითალო-მწვანე ფერისაა, რომლებიც მსხვილ მტევნებადაა შეკრული, ყვავილობს მაისის ბოლოს ან ივნისში. ნაყოფი ერთთესლიანია, ჯერ მოდისფრო, მომწიფების შემდეგ კი ჩალისფერი. თესლი ბრტყელი, გრძელი ფრთის ცენტრშია მოთავსებული. ნაყოფი მთელი ზამთრის განმავლობაში ხეზე რჩება. ფესვთა სისტემა კარგად აქვს განვითარებული. მრავლდება თესლით, ნაყრით.გვხვდება ხრიოკ ფერდობებზე, მშრალ ადგილებში, მისი სამშობლო ჩინეთია; ჩვენში ხელოვნურადაა გავრცელებული. ხემყრალის ვეგეტატი ორგანოები მწარე ნივთიერებებით ხასიათდება. ფოთლის გასრესის შემდეგ არასასიამოვნო სუნი იგრძნობა. ხემყრალი ხასიათდება ფიტონციდური თვისებებით, ფოთლების ნახარში გამოიყენება აბრეშუმას წინააღმდეგ; ნახარშის დასამზადებლად დაქუცმაცებულ ნედლ ფოთლებს უმატებენ 4 ლიტრ წყალს და ადუღებენ 30–60 წუთის განმავლობაში, გამოწურავენ, გაფილტრავენ, ავლებენ ორმაგი რაოდენობის წყალში. გამოყენების წინ უმატებენ საპონს. ხემყრალის ფოთლების ნაყენი სოკო Alternaria cuscultaciada Rudak მკვებავი არეა. ეს უკანასკნელიც გამოყენებულია აბრეშუმას წინააღმდეგ.