ხერხულა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხერხულა - საცერულის სახეობა. გავრცელებული იყო ხევსურეთში და მთლიანად აღ. საქართველოს მთიანეთში. ასხამდნენ თითბერისაგან.
ხერხულა წარმოადგენს თითბერის რგოლს, რომელსაც მოკლე და გლუვი კბილები აქვს, კბილების რაოდენობა არ არის განსაზღვრული. საცერულის ამ სახეობას უფრო ხშირად ყმაწვილები ხმარობდნენ.
ლიტერატურა
გ. ჩიტაია, ხევსურული საცერული, შრ. ტ.II, 2000. მ.ქ.