ხეშავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხეშავი

ხეშავი – (Rhamnus cathartica L.); ოჯახი: ხეჭრელისებრნი (Rhamnaceae). 1.5-3 მ სიმაღლის ხეა ან ბუჩქი, ხორკლიანი, დახეთქილი, შავი ქერქით. ტოტები ეკლებით ბოლოვდება. ფოთლები მოპირისპირედ ან მორიგეობით განთავსებული, ელიფსური ან კვერცხისებური. კიდედაკბილული ყვავილედი იღლიურია, ყვავილი მომწვანო ყვითელია. ძირითადად, ერთსქესიანი, იშვიათად – ორსქესიანი. ყვ. ნაყ. VI-IX. მცენარე იზრდება მშრალ ადგილებში, ბუჩქნარებში, ტყის პირას. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ქალაქ თელავისა და სოფელ გომბორის მიდამოებში. ძირითადად გავრცელებულია სამხრეთ საქართველოში.






წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები