ხვამლის პეტროგლიფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხვამლის პეტროგლიფი – ხვამლის ციხე-ქვაბული მდებარეობს ლეჩხუმის რეგიონში ხვამლის კლდოვანი მასივის სამხრეთ მხარეზე. კლდის ძირიდან 50 მეტრის სიმაღლეზე. ზღვის დონიდან 1752 მეტრი. პეტროგლიფები ქვაბულის ქვედა ტერასაზე გამოკვეთილი ოთახების კედელზე წითელი საღებავებითაა დახატული, ქვაბულში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ პროფესიონალი ალპინისტების დახმარებით.
კოორდინატები: 42°30'00.82"N, 42°43'19.61"E