ხიზისანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხიზისან-ი (ოს. Хызисæн – „ვუალის ჩამოხსნა“) – ტრადიციული საქორწილო რიტუალის შემადგენელი ელემენტი – პატარძლისათვის პირბადის ჩამოხსნის წესი, რომელსაც ნეფის ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი (ვაჟი), ხუიზისაგი ასრულებდა. ხაძარში, კერასთან მდგარ პატარძალს ხუიზისაგი მცირე ზომის ალამს („სარიზადი“) საათის ისრის მიმართულებით თავზე სამჯერ შემოუტარებდა, ცხრა ვაჟსა და ერთ ქალიშვილს უსურვებდა და ალმითვე პირბადეს მოხსნიდა.


ლიტერატურა

Хадикова А. Х. Свадебный обряд // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები