შეერთება შედუღებით ან ჭანჭიკებით
შეერთება კოტებითა და წებოთი
ხისტი შეერთება − შეერთების სახე, როდესაც კონსტრუქციის შესაერთებელი დეტალები არ განიცდის ურთიერთძვრას ან მობრუნებას (უძრავადაა შეერთებული). ასეთებია: ლითონის ელემენტების შეერთება შედუღებით ან ჭანჭიკებით, ხის დეტალების შეერთება კოტებითა და წებოთი და სხვ.
წყარო
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი