ხის ბოჭკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხის ბოჭკო – გამერქნებული გრძელი წვრილი უჯრედი ან უჯრედთა ჯგუფი, რომლებისგანაც ძირითადად შედგება მერქანი. ამზადებენ ფოთლოვანი და წიწვოვანი ჯიშის ხისგან. ხის ბოჭკო, როგორც პროდუქტი, მიიღება უშუალოდ პირველადი მერქნისგან ან ხის გადასამუშავებელი წარმოების ნარჩენებისგან. შესაძლებელია მისი მიღება მაკულატურიდანაც.

ბოჭკოს მიღების ტექნოლოგია ითვალისწინებს მერქნის მასიდან ბოჭკოს განცალკევებას. მისი ფორმა და ზომები მთლიანადაა დამოკიდებული მერქნის სორტთან. მერქანში ბოჭკოებს შორის კავშირის დასაშლელად გამოიყენება სპეციალური საფქვავი აპარატები: დეფიბრატორი ან რეფინერი. პროცესი მიმდინარეობს 8% ტენიანობისა და 100°C ტემპერატურის პირობებში.

ხის ბოჭკო (პულპის სახით) უძვირფასესი მასალაა მერქან-ბოჭკოვანი ფილების, მერქანპლასიკების, აგრეთვე ქაღალდისა და მუყაოს წარმოებაში; ბოჭკოებით ამზადებენ დაწნეხილ მაგარ ბრტყელ ფილებს, რომლებსაც ალტერნატიულად იყენებენ მასიური მარქნის ფილების ან ფანერის შესაცვლელად ისეთ სიტუაციებში, როცა საშენ მასალას არ მოითხოვება განსაკუთრებული კონსტრუქციული სიმტკიცე; მერქნის ბოჭკოები შესაძლებელია გამოვიყენოთ ჰიდროპონიკებში (ადგილი სადაც მცენარეები გამოჰყავთ ხელოვნურად, ნიადაგის გარეშე) როგორს სუბსტრატი (საკვები გარემო). მერქნის ბოჭკოებისგან წარმატებით ამზადებენ ევროპაში მეტად პოპულარულ ნატურალური მერქნის ბოჭკოების თბოსაიზოლაციო მასალას STEICO Flex სიმკვრივით 50 კგ/მ%r3%r და თბოგატარების კოეფიციენტით 0,038 ვტ/(მ·K).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები