ხის ნამზადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნამზადი ხის – მასალის დანაწევრების შედეგად მიღებული მასალა. სასაქონლო პროდუქციის სახით გამოდის საერთო და სპეციალური დანიშნულების. საერთო დანიშნულების ნამზადი სამშენებლო საქმეში გამოიყენება დეტალების დასამზადებლად.

არსებობს დახერხილი და დაკალიბრებული ნამზადი დახერხილი მიიღება ძელის დახერხვის შედეგად, ხოლო დაკალიბრებული – უკვე დახერხილი ფიცრის გარანდვის შედეგად მისთვის ზუსტი ზომების მისაცემად სისქესა და სიგანეში. სპეციალური დანიშნულების ნამზადს მიეკუთვნება: საავიაციო, სათხილამურე, რეზონანსული (მუსიკალური ინსტრუმენტებისათვის), სანიჩბე, საცხენოსნო (ოთხთვალას ბორბლის ხის დეტალებისათვის), ძელაკები საფეიქრო მაქოს, მასრასა და კოჭასათვის, ფეხსაცმლის ქუსლებისა და ხუნდების სექტორები და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები