ხიფსთა (მდინარე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხიფთა

ხიფსთა − (თეთრწყალა), მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე მჭიშთას სამხრეთ-აღმოსავლეთით, იგი სათავეს ბზიფის ქედის სამხრეთ კალთაზე იღებს და შავ ზღვას გუდაუთასთან ერთვის. მისი რუსული სახელი − ბელაია რეჩკა, ქართული თეთრწყალას პირდაპირი თარგმანია. შუა საუკუნეებში ამ მდინარეს ზუფუ (ზუფუს მდინარე) ერქვა, მის ნაპირზე იყო სოფელი ზუფუ (ამჟ. ლიხნი), საიდანაც მან სახელწოდება მიიღო. მდინარის სიგრძე 33 კმ-ია, აუზის ფართობი 166 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით.




წყარო

ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან: აფხაზეთი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები