ხმათა მოძრაობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხმათა მოძრაობა - ხმების სვლა მრავალხმიან მუსიკაში (ჰარმონია, პოლიფონია). ხმათა მოძრაობა მოიცავს ტონების თანმიმდევრულ კავშირს ცალკეულ ხმაში და ხმათა სვლების ურთიერთდამოკიდებულებას მათ ერთობლივ ჟღერადობაში.
განარჩევენ ხმათა მოძრაობის შემდეგ სახეებს. „საპირისპიროს“, „ირიბს“ (ერთ-ერთი ხმა არ იცვლის სიმაღლეს), „პირდაპირს“ (ერთი მიმართულებით - ზემოთ ან ქვევით), „პარალელურს“ (პირდაპირის ნაირსახეობა). არსებობს აგრეთვე ხმათა მოძრაობა მდორე, არამდორე (ნახტომები ტერციაზე მეტი ინტერვალით), ელემენტარული (ხმების მდორე სვლა კილოებრივი მიზიდულობის მოთხოვნილებათა შესაბამისად) და თავისუფალი.