ხმაურით განპირობებული ოტოლოგიური პათოლოგიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხმაურით განპირობებული ოტოლოგიური პათოლოგიები — ხმაური შესაძლებელია შიდა ყურის სერიოზული დაზიანების მიზეზი გახდეს, მისი ინტენსივობის და ხანგრძლივობის გათვალისწინებით.

ინტენსივობა, ხანგრძლივობა, მოსვენების პერიოდი და ხმის სიხშირე – ეს ყველაფერი სხვადასხვაგვარად აზიანებს სმენის აპარატს.

ამასთანავე, არსებობს პერსონალური ფაქტორიც: ზოგს შეუძლია მეტი ხმაურის ატანა, ზოგს კი – ნაკლების.

ასეთ ფაქტორებს დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიული დაავადებების კვლევებში, რაც ჩვენთან ჯერ არ არის სათანადოდ აპრობირებული. სმენის ფიზიოლოგიური დაღლა არის ნორმალური მოვლენა და მისი გამოკვლევა საშუალებას იძლევა გავცეთ რეკომენდაციები ამა თუ იმ პროფესიის შემთხვევაში.

სარჩევი

სმენის პროფესიული მიზეზით დაქვეითება

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რისკფაქტორი სმენის დაქვეითებისთვის, ბევრია.

80 დბ-ზე დაბალი ინტენსივობის ხმაური არ წარმოადგენს სმენის დაქვეითების რისკს, თუნდაც ის დიდხნიანი იყოს.

90 დბ-ზე მაღალი ინტენსივობა უკვე პრობლემაა. სამწუხაროდ, წარმოებებში, უმეტესწილად, სწორედ ასეთი ხმაურია.

სიხშირის მიხედვით, ხმაურის მავნებელი მოქმედება, ძირითადად, მაღალსიხშირიან და არათანაბარ ხმაურზე მოდის. გასაკვირია, მაგრამ ულტრაბგერითი სიხშირის ხმაური არანაირად არვნებს სმენის აპარატს.

ხანგრძლივობა და პიროვნების ასაკი ასევე გასათვალისწინებელია სმენის დაქვეითების დროს. სმენა უფრო მგრძნობიარეა 40 წლის შემდეგ.

ასევე, მნიშვნელოვანია სმენის უკვე არსებული პრობლემებიც.

კლინიკურად, პროფესიული ჰიპოაკუზია ვლინდება ნეიროსენსორული ტიპის სმენის დაქვეითებით, ძირითადად, მაღალ სიხშირეებზე. იგი ორმხრივია და თანდათან ვლინდება.

აუდიომეტრიულად, პირველი ნიშნები 4000 – Hz-ზე ჩანს. შემდეგ, ის 2000 და 1000 Hz-ს აღწევს, რაც უკვე სოციუმში ადაპტაციის პრობლემებს იწვევს. პაციენტი სწორედ ამ დროს მიმართავს ექიმს.

პროფესიულ ჰიპოაკუზიას ხშირად თან ერთვის ტინიტუსი. ეს პაციენტს დისკომფორტს უქმნის. აღსანიშნავია უეცარი პროფესიული სიყრუის არსებობაც, რაც შესაძლებელია, უეცარი, ძლიერი ხმაურის შედეგად დადგეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, უეცარი სიყრუის მკურნალობა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს სპეციალისტთან.

ცეცხლსასროლი იარაღის ხმაურით გამოწვეული სმენის დაქვეითება

აღსანიშნავია „პროფესიული“ სმენის დაქვეითება მონადირეებში, რომელიც ძალიან ხშირად გვხვდება, რადგანაც ნადირობის დროს ყურის დაცვა პრაქტიკულად არ ხდება.

ვერცერთი მონადირე ვერ გუობს სმენის დამცავ ყურსასმენს, რადგან, ამ შემთხვევაში, მას არ ეძლევა საშუალება გაიგოს ის დაბალი ხმები, რომელიც ნადირის მოძრაობას ახლავს თან და მონადირისთვის ძალიან მნიშვნელოვან ნიშანს წარმოადგენს ცხოველის მდებარეობის დასადგენად.

ამ გარემოების გამო, სროლის უეცარი ხმა ძალიან ცუდად მოქმედებს კორტიეს ორგანოზე. კვლევები ადასტურებენ მონადირეებში ნეიროსენსორული სმენის დაქვეითების ფაქტებს.

ხმამაღალი მუსიკა

თანამედროვე მუსიკა და დისკოტეკებზე მისი ხმამაღალი მოსმენა, ასევე იწვევს მნიშვნელოვან, ტრანზისტორულ და, ზოგ შემთხვევაში, პერმანენტულ სმენის დაქვეითებას. ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც ღამის კლუბის შემდეგ, დილით გვაქვს ტინიტუსი, რომელიც, საბედნიეროდ, უმრავლეს შემთხვევაში, ქრება. თუმცა, შესაძლოა მისი მუდმივი ხასიათიც.

ამაზე უფრო საშიშია ყურის პატარა, ინტრაკანალური ყურსასმენები, რომელიც არ იძლევა გარე სამყაროს ხმაურთან ხმის კორელაციის საშუალებას. ამის გამო, ჩვენ უმეტესწილად, ყურსასმენებით ძალიან ხმამაღალ მუსიკას ვუსმენთ, რაც სმენის აპარატის დაღლას და შემდგომ დაზიანებას იწვევს.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე ცხოვრება, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, იწვევს სმენის ნაადრევ დაქვეითებას.

რასაკვირველია, ამას ყველა ინდივიდუალურად განიცდის. დიდი მნიშვნელობა აქვს, ასევე, პაციენტის მიერ გადატანილ დაავადებებს, ტრავმებს და გენეტიკურ მიდრეკილებას.

სმენის ნაადრევი, კონდუქციური დაქვეითება, ოტოსკლეროზი, სასმენი ძვლების ჯაჭვის გაწყვეტა – ეს ყველაფერი სმენის ნერვს იცავს დაზიანებისაგან, თუმცა, სუბიექტურად, პაციენტს არ ესმის.

ყველაზე მნიშვნელოვანია სმენის აპარატის დაცვა და პრევენცია. ხმაურიან გარემოში ყურსაცავის ხმარება, მუსიკის მოსმენა დაბალ ხმაზე და სროლის დროს ყურის აუცილებელი დაცვა. ეს ყველაფერი თავიდან აგვაცილებს სასმენი აპარატის ნაადრევი ხმარების, იმპლანტაციის ან გარეგანი ინსტალაციის საჭიროებას.

NOTA BENE
  • ნებისმიერი ხმაურიანი პროფესიის არჩევის შემთხვევაში, აუცილებელია სმენის სრული გამოკვლევის ჩატარება;
  • როდესაც იგეგმება ოტოსკლეროზის ოპერაცია, აუცილებელია გავარკვიოთ პაციენტის პროფესია, რადგან არის პროფესიები, სადაც ოტოსკლეროზის ოპერაცია არ არის რეკომენდებული;

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები