ხმელნიცკი ბოგდან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოგდან ხმელნიცკი

ბოგდან ხმელნიცკი (ზინოვი) მიხეილის ძე – (დაახლ. 1595-1657), უკრაინის სახელმწიფო მოღვაწე, მხედართმთავარი და დიპლომატი.

მე-17 ს. 40-იანი წლებიდან სათავეში ჩაუდგა უკრაინელი ხალხის ბრძოლას პოლონელ დამპყრობთა წინააღმდეგ. 1648 დაამარცხა პოლონეთის არმია და დადო დროებითი ზავი რეჩ პოსპოლიტასთან, აქტიურ დიპლომატიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა რუსეთთან დაახლოების მიზნით. 1649 უკრაინის ჯარებმა მისი ხელმძღვანელობით დაამარცხეს პოლონელები ზბოროვთან, მაგრამ მოკავშირის – ყირიმის ხანის ღალატის გამო, იძულებული გახდა იმავე წელს პოლონელებთან დაედო ზბოროვის ზავი. 1651 ბერესტეჩკოსთან ბრძოლის დროს მას კვლავ უღალატა ყირიმის ხანმა, რის გამოც უკრაინის ჯარები დამარცხდნენ, ხოლო ბოგდან ხმელნიცკი იძულებული გახდა პოლონეთთან დაედო ბელაია-ცერკოვის ხელშეკრულება 1651.

ბოგდან ხმელნიცკი ხედავდა დამპყრობთა წინააღმდეგ მარტო ბრძოლის სირთულეს და აწარმოებდა მოლაპარაკებას რუსეთთან შეერთების შესახებ. მოსკოვის საერობო კრების გადაწყვეტილების შემდეგ უკრაინის შემოერთების შესახებ და რუსეთის მიერ 1653 წლის ოქტომბერში ომის გამოცხადების შემდეგ მოიწვია პერეიასლავის რადა, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინის რუსეთთან შეერთების შესახებ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები