ხმოვანი კინო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხმოვანი კინო – კინოფილმების წარმოება და დემონსტრაცია, რომელშიც გამოსახულებასთან ახლავს ხმა, მუსიკა, ხმაური. ყველა თანამედროვე ფილმი, განკუთვნილი ფართოდ საჩვენებლად – მხატვრული, სამეცნიერო-პოპულარული, სასწავლო და მულტიპლიკაციური, დოკუმენტური – ხმოვანია.
პირველი დანადგარი, რომელიც უზრუნველყოფდა ფილმის დემონსტრირებას ხმის თანხლებით, ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში გამოიყენეს.