ხოვერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხოვერა

ხოვერა - ენდროსებთა ოჯახის ერთწლოვანი მცენარეა. ახასიათებს მთავარღერძიანი ფესვთა სისტემა. თესლის აღმოცენების მინიმალური ტემპერატურაა +1-20, ოპტიმალური +15-170. აღმოცენება მარტ-მაისში. ყვავილბმა მაის-აგვისტოში, ნაყოფობა ივლის-სექტემბერში. ერთი მცენარე საშუალოდ 1200 კაკლუჭას იკეთებს. იზრდება ბოსტნეულ და სათოხნ კულტურებში. ძირითადად საშემოდგომო ხორბალს ასარევლიანებს. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში.





წყარო

ხორბლის მავნებლები დაავადებები, სარეველები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები