ხოვლეს კოშკი-სამრეკლო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხოვლეს კოშკი-სამრეკლო - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხოვლეში ჯავახიშვილების უბანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდაკყრი ხანით. კოშკზე სამრეკლო დაშენებულია მოგვიანებით.

კოშკი ცილინდრულია (დიამ 5,6 მ), სამსართულიანი, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. დაზიანებულია. ჩანგრეულია სართულშუა გადახურვა. კოშკში შესასვლელი მეორე სართულზეა. პირველი სართული ყრუა, მის კედლებში ორი სწორკუთხა ნიშია. მეორე სართულზე ერთი წრიული ნიში და ექვსი სათოფურია, მესამეზე – ოთხი სწორკუთხა ნიში და ექვსი სათოფური. ყველა სათოფური სწორკუთხაა, გადახურულია არქიტრავით. აგურისა და რიყის ქვის შერეული წყობით ამოყვანილი სამრეკლოს თაღები საკმაოდ მასიურ რვა სვეტს ეყრდნობა ღა გადახურულია ხის კონსტრუქციებზე მოწყობილი თუნუქის პირამიდული სახურავით (დაზიანებულია).

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები