ხოკრიშვილი ელგუჯა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელგუჯა ხოკრიშვილი

ელგუჯა ხოკრიშვილი − (Elguja Khokrishvili) 2017-2020 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

დაიბადა: 24 მაისი, 1973 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება: 1998-2002 − პოტსდამის უნივერსიტეტის ეკონომიკის სადიპლომო პროგრამა; კვალიფიკაცია: შუალედური დიპლომი. 2002-2005 − პოტსდამის უნივერსიტეტის ბიზნესის და ეკონომიკის მაგისტრატურა; კვალიფიკაცია: ბიზნესის და ეკონომიკის მაგისტრი; 2005-2008 − პოტსდამის უნივერსიტეტის დოქტორანტურა საჯარო ფინანსების და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით; კვალიფიკაცია: ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი (Dr.rer. pol.).

სამუშაო გამოცდილება:
2005-2008 − პოტსდამის უნივერსიტეტის საჯარო ფინანსების კათედრის მკვლევარი.
2009 − ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის მაკროეკონომიკის კათედრის მკვლევარი;
2010-2011 − პოტსდამის უნივერსიტეტის საჯარო ფინანსების კათედრაზე მდგრადი საგადასახადო და სოციალური პოლიტიკის პროექტის ექსპერტი;
2011 − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფისკალური დეცენტრალიზაციის და რეგიონული ეკონომიკური განვითარების სამაგისტრო პროგრამის ასოცირებული პროფესორი;
2009-2012 − მუშაობდა დაქირავებულ ექსპერტად სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ რეგიონალური პროექტების ფარგლებში საჯარო ფინანსების, დეცენტრალიზაციის და რეგიონული ეკონომიკური განვითარების მიმართულებით;
2010-2012 − კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი და გამგეობის თავჯდომარის მოადგილე;
2012-2014 − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი;
2014 − საქართველოს ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების მინისტრი;
2014-2015 − საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი;
2015-2017 − გერმანის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი ეკონომიკური მრჩეველი;
02/2020-დან − მდგრადი განვითარების და მმართველობის ინსტიტუტის ასოცირებული ექსპერტი.

გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და კვლევა საგადასახადო და სოციალური პოლიტიკის, ფისკალური დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების და რეგიონული ეკონომიკური განვითარების შესახებ ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე.

ფლობს: გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები