ხომერიკი ბესო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბესო ხომერიკი

ხომერიკი ბესო – (1954), ქართველი მთარგმნელი დაიბადა თბილისში. სწავლობდა თბილისის 48-ე საშუალო სკოლაში, შემდეგ სწავლა განაგრძო სულხან-საბას სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. იბრძოდა აფხაზეთში. 1993 წლიდან ემიგრაციაშია. გამოცემული აქვს, თარგმანთა კრებული, თარგმნის როგორც ქართულად, ასევე ქართულიდან – რუსულად. მისი თარგმანები გამოქვეყნებულია კრებულებში: („პოეტური თარგმანის ანთოლოგია“, „შეყვარებულთა წიგნი“ და სხვა.


არსენი ტარკოვსკი
თარგმნა ბესო ხომერიკმა
აი, ზაფხულიც მორჩა,
ფერადი სიზმრის დარად,
ცაზე მზე ისევ მოჩანს,
ოღონდ ეს აღარ კმარა.
რაც კი ვინატრე ლოცვად
ლოდინით არ დამღალა,
ბედმა ხელებში მომცა,
ოღონდ ეს აღარ კმარა.
ცუდიც წინ დამხვდა, კარგიც,
ხან ტკბილად ხანაც მწარად,
და არ მქონია დარდი,
ოღონდ ეს აღარ კმარა.
განსაცდელის ჟამს ქოლგად
ცხოვრებამ ფრთა მაფარა,
იღბალი მართლა მქონდა,
ოღონდ ეს აღარ კმარა.
ქარი არ ლეწავს ტოტებს,
ფოთლებიც არ დამწვარა,
ავდარსაც დარი მოსდევს,
ოღონდ ეს აღარ კმარა.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები