ხონელიძე ზურაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზურაბ ხონელიძე

ზურაბ ხონელიძე − (Zurab Khonelidze) 1996-2009 – საქართველოს მუდმივი და სრულუფლებიანი წარმომადგენელი დსთ-ში

დაიბადა: 1 დეკემბერი, 1963 წელი, ქ. ფოთი, საქართველო.

განათლება: დაამთავრა ქ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, ასპირანტურა, ამავე უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია.

სამუშაო გამოცდილება:
სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საქართველოს განათლების სამინისტროში, საქართველოს უზენაეს საბჭოში, საქართველოს პროფსაბჭოში − დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს პროფკავშირების პირველ არჩეულ თავმჯდომარედ. დსთ-ს აღმასრულებელ კომიტეტში − პოლიტიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორად, დსთ-ში საქართველოს მუდმივ და სრულუფლებიან წარმომადგენლად. არის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, სხვადასხვა ქვეყნების საერთაშორისო დარგობრივი სამეცნიერო აკადემიების საპატიო წევრი, არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და წიგნი ავტორი.

ფლობს: რუსულ და ინგლისურ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები