ხორბლის სეპტორიოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხორბლის სეპტორიოზი

ხორბლის სეპტორიოზი - ხორბლის სოკოვანი დაავადება.

ხორბლის სეპტორიოზი სხვადასხვა სახეობის სოკოებითაა გამოწვეული. დაავადება ფოთლებზე და თავთავზე ვლინდება. დაავადებულ ფოთლებზე და ღეროებზე წარმოიქმნება მომწვანო-ყვითელი ფერის ოვალური ფორმის ლაქები, რომლებიც ზოგჯერ რუხი არშიით არის შემოსაზღვრული. მოგვიანებით ლაქები ზომაში იზრდება, იღებს არასწორ ფორმებს: შემდეგ შავი წვრილი წერტილების სახით პოკნიდიუმები წარმოიქმნება. წერტილები შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. ფოთლები მწვანე შეფერილობას კარგავენ და ხმებიან, ხოლო ღეროების ზედაპირი ნაოჭდება. თავთავზე დაავადება ლაქების სახით ვლინდება, რის გამოც თავთავი აჭრელებულია, ზოგჯერ კი რუხ ფერს იძენს. დაავადების გამომწვევი სოკო ნიადაგში აღმონაცენის ლპობას იწვევს, ხოლო მოზრდილ მცენარეებში - კვანძების გამურაფერებას და ღეროების დაცემას. სეპტორიოზმა შესაძლოა თავთავის გაუფერულებაც გამოიწვიოს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს თესლის ბჟირობას.






წყარო

ხორბლის მავნებლები დაავადებები, სარეველები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები