ხორენია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხორენია, ხორანია, დიდი ხორენია – სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ხოსპიოს თემში, ახალქალაქის პლატოს ცენტრალურ ნაწილში, მდინარე ფარავნის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1750-1800 მ სიმაღლეზე, ქ. ახალქალაქიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კმ მანძილზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 666, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002). საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. შემორჩენილია 2 ეკლესია, გადაკეთებული სომხურად. პატარა ხორენიის სახელით ცნობილია სოფელი მდ. ფარავნის მარცხენა მხარეს. ეს სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.