ხორკლებიანი გუდაფშუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Khorklebiani.PNG

ხორკლებიანი გუდაფშუკა (ლათ. Lycoperdon perlatum რუს. Дождевик настоящий жемчужный)

ნაყოფსხეული უკუღმა მსხლისებრია და ძირისკენ დაწვრილებული ფეხის სახით, 8 სმ-მდე სიმაღლისაა და 5 სმ-მდე დიამეტრისა, ზედაპირი დაფარულია პირამიდის ფორმის ხორკლებით (გაისინჯოს 3 ლუპით), რომელთა ჩამოცვენისას შიგნითა გარსის ზედაპირზე რჩება ბადისებრი გამოსახულების კვალი. ნაყოფსხეული ჯერ თეთრია, შემდეგ კი მურა ფერის ხდება.

რბილობი ჯერ თეთრია, ნაზი, რბილი, სასიამოვნო გემოთი და ბოლოკის სუნით, მომწიფებისას კი მომწვანო-ყავისფერი ხდება.

სპორები სფეროსებრია, ნაზხორკლიანი ზედაპირით, თითქმის სადაა, მურა-მომწვანოა, 3-4 მკმ დიამეტრისა.

იზრდება ნიადაგზე ტყეში, მინდორში და მდელოზე, ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად ნორჩობაში ახალი.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები