ხორკლებიანი დუმასოკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Khorklebiani dumasoko.PNG

ხორკლებიანი დუმასოკო ( ლათ. Suillus grnulatus (L.: Fr.) Kunze. რუს. Масленок зернистый)


ქუდი – ჯერ ნახევრად ბურთისებრია, შემდეგ – გაშლილი, 3-10 სმ დიამეტრისა; დასაწყისში მოწითალოა, მოყავისფრო-მურა, შემდეგ კი – მოყვითალო ან ყვითელი, ლორწოვანი ზედაპირით. ქუდის ქვედა მხარეს განვითარებულია წვრილი ფორების შრე (ჰიმენოფორი). ფორები მომრგვალოა; დასაწყისში გამოყოფენ თეთრ წვეთებს, რომლებიც გაშრობის შემდეგ ფორებსა და ფეხის ზედაპირზე ტოვებენ მურა ფერის მარცვლებს. ჰიმენოფორი გოგირდისფერ-ყვითელია, კანი ადვილად სძვრება.

ფეხი – ყვითელია, ქუდისკენ მოთეთროა, ჯერ თეთრია, შემდეგ კი – მურა, მეჭეჭებიანი ზედაპირით, 4-6 სმ სიგრძისა და 1 სმ სისქისა. სიმწიფეში მურა ფერს იღებს ძირში. ფეხზე საყელო არ ახასიათებს.

რბილობი – სქელი, მოყვითალო–თეთრია, გადანაჭერზე ფერს არ იცვლის. სოკოს დამახასიათებელი გემო აქვს.

სპორები – 8-10X3-3,5 მკმ, წაგრძელებულ-ელიფსისებური ან კვერცხისებრი, არათანაბარი გვერდებით, ყვითელი. სპორების მტვერი მურა-ყვითელია.

იზრდება ნიადაგზე ფიჭვნარებში – როგორც ბუნებრივში, ისე ხელოვნურში, განსაკუთრებით ხშირად – ახალგაზრდა ნარგაობაში, ზაფხულობით და შემოდგომით. საქართველოში ყველგანაა, განსაკუთრებით – ქვედა ზონაში. კარგი საჭმელი სოკოა. იხმარება ნორჩი, დამუჟუჟებული და დამწნილებული. მომზადებისას კანი უნდა გავაცალოთ.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები