ხორნაული ვაჟა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვაჟა ხორნაული

ხორნაული ვაჟა − (1948), ქართველი მწერალი და პოეტი. დაიბადა სოფელ კაწალხევში (დუშეთი, ფშავი). 1973 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. გამოცემული აქვს წიგნები: „ცა გაზაფხულის ტოტებში”, „ჯერ ნაპირამდე შორია“, „ჯერ გულში იბადებოდა“, „დაგცადე ათასფერადა“, „წყარო მუხის ჩეროში“, „ცის და მიწის სინათლეში“, „გულს მუდამ ახსოვხარ“, „სასწაულები ისევ გრძელდება“, „სამოთხის წყალში ოქროს თევზი რომ გაიელვებს“, „ყვავილი ღმერთის უბეში“ ,„თუ უკვდავების ვიპოვე წყარო“ ,„სიყვარულის ძაფზე ჩამოქნილი სიცოცხლის სანთელი“. ავტორია ნატუროპათიულ თემაზე შექმნილი წიგნისა „სნეული, სნეული, სნეული მსოფლიო (კაცობრიობა დანა-ჩანგლით ითხრის სამარეს)“.


* * *
ამქვეყნად ყველა აღმართზე
უფლის იმედით ვიარე,
ხან ზვავმა გადამიარა,
ხან ზვავზე გადავიარე,
შენი ხმა მენატრებოდა
ის მომირჩენდა იარებს,
მაგრამ ვერ შევხვდით ერთმანეთს,
გული ვერ გაგიზიარე...
შენ წამით ადრე წასულხარ,
მე წამით დავაგვიანე.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები