ხორციანი კარტოფილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხორციანი კარტოფილიკარტოფილის სოუზი ხორცით. ხორცს წვრილად დაჭრიდნენ, ხახვთან ერთად ერბოში შეურევდნენ, თუ ხორცი მჭლე იყო, თუ არადა მსუქან ხორცს თავისსავე ქონში მოხრაკავდნენ, ცოტა ხნის შემდეგ პრასა-მაკიდოს ჩააჭრიდნენ. როცა ყველაფერი შემზადდებოდა, კარტოფილს რგოლისებურად დაჭრიდნენ, ჭურჭელში ჩაყრიდნენ, საჭირო რაოდენობის წყალსაც დაუმატებდნენ და წამოადუღებდნენ. ამის შემდეგ პომიდორს დაამატებდნენ, მცირედ წამოადუღებდნენ და მარილში დანაყილ ნიორსა და პილპილს ჩაურთავდნენ.


ლიტერატურა

აბაშიძე, კომახიძე, 1998:142.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები