ხოსიტაშვილი ბაბილინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაბილინა ხოსიტაშვილი

ხოსიტაშვილი ბაბილინა − (1884-1973), ნამდვილი სახელი − ბარბარე. ქართველი მთარგმნელი, მწერალი და პოეტი. დაიბადა სოფელ ბოდბისხევში (სიღნაღი). 1930 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიურ-ისტორიული ფაკულტეტი. 1907-1910 წლებში მუშაობდა მასწავლებლობდა წერა-კითხვის უცოდინართა საკვირაო სკოლებში; 1921 წლიდან იყო საბჭოთა მწერლების კავშირში ბიბლიოთეკის გამგე; მუშაობდა ჟურნალ „ჯეჯილის” კორექტორად და ექსპედიტორად; 1936 წელს ბორჯომის რაიაღმასკომის გაზეთის რედაქციაში − ლიტერატურულ მუშაკად და სტილისტად; 1905 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი გაზეთ „მიწაში”; მეორე ლექსი ყოველკვირეულ ჟურნალ „გლეხში”; ნათარგმნი აქვს: ვიქტორ ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” (1941-1942), „კაცი რომელიც იცინის” (1930), მიხაილ ლერმონტოვის პოემა „მწირი” (1942).


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები