ქცია (მდინარე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ხრამი (მდინარე)-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქციამდინარე აღმოსავლეთ საქართველოში - ქვემო ქართლში. რეგიონის უგრძესი მდინარე – ქცია (186,8 კმ, აუზის ფართობი 8260 კმ ), სათავეს იღებს თრიალეთის ქედის დასავლურ ნაწილში, ბაკურიანის სამხრეთით, 6 კმ-ის დაშორებით. დაბა წალკამდე იგი მდორედ გაედინება საკმაოდ მაღალ ზეგანზე, თრიალეთის ქედის პარალელურად. წალკის ქვემოთ ქცია დაშბაშის კანიონის გავლით შედის მთის ხეობაში და აღწევს მარნეულის ვაკეს. საქართველოს სახელმწიფო საზღვართან ახლოს (ქ. რუსთავის სანახებში) იგი მტკვარს მარჯვნიდან შეერთვის. მდ. ქციას სამუალო წლიური ხარჯია ს. კუშჩთან 6,4 მ /წმ, დაბა წალკასთან 9,3 მ /წმ, წითელ ხიდთან 51,1 მ³/წმ-ში.

მდინარე ქცია-ხრამის საშუალო მრავალწლიური ხარჯი სოფელ წითელ ხიდთან 52.5 მ3 /წმ-ს უდრის. ჩამონადენის მოდული 6.36ლ/მწ კმ2, რომელიც აუზის სიმაღლით მატებასთან ერთად იზრდება და ზემო წელში 15 ლ/წმ-ს აღწევს. იგი შერეული საზრდოობოს მდინარეთა ტიპს მიეკუთვნება, სადაც წლიური ჩამონადენიდან გრუნტის წყლებზე მოდის 55%, წვიმის წყალზე - 28%, ხოლო თოვლის წყალზე - 17%.

მდინარე ქცია-ხრამის მთავარი შენაკადებია: აგრიჩაი, ჭოჭიანი, ყარაბულახი, მაშავერა, დებედა და სხვა. მათ შორის ყველაზე უხვწყლიანია მდინარე დებედა.

სახელწოდება

ტოპონიმიის სპეციალისტთა აბსოლუტური უმრავლესობა უშენიშვნოდ იზიარებს ვახუშტი ბატონიშვილის ვერსიას, თითქოს მდინარე ქციას სახელი „მოეგოს“ დაუდგრომელი ბუნების გამო: „ვინათგან აქცევს ჴიდთა, რავდენცა მტკიცე ქვითკირისა იყოს, მის გამო იწოდა ქცია“. დიდი გეოგრაფოსის ამ ნააზრევის ხელაღებით გაზიარების?” მიუხედავად, ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ ჰიდრონიმი ქცია სულ სხვაგვარი წარმოშობის ერთეული უნდა იყოს. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ძველ ქართულში, V საუკუნიდან მოკიდებული შუა საუკუნეების ჩათვლით, ქც ძირის შემცველი ზმნა-ტერმინი მხოლოდ საგნის, ობიექტის მოძრაობის მიმართულები“ აღმნიშვნელად გამოდიოდა (სათანადო ზმნისწინების დართვით). ნგრევის, დაქცევის აღსანიშნავად იმ ეპოქებში „დამხობა“ ზმნა გამოიყენებოდა („შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“). ამ თვალსაზრისით მრავლისმთქმელია საისტორიო ძეგლი „ქართლის მოქცევა“, რომელშიც ერის შემობრუნების, სააქეთო (საქრისტიანო) მოქცევის იდეაა დაფიქსირებული.

„დაქცევა“ ზმნამ ნგრევის შინაარსი როგორც ჩანს, გვიან, დაახლოებით XVI-XVII სს.-დან შეიძინა. საინტერესო ის არის, რომ თვითონ ვახუშტი მდინარის დინების მიმართულების შეცვლას მიქცევა ზმნით აღნიშნავს: „მდინარე ესე ბერდუჯი… დის აღმოსავლით ჭოჭკნამდე, მერმე მოიქცევის (დაყოფა ჩვენია, გ.ბ.) და დის ჩდილოთ კერძ და მიერთვის ქციის მდინარე“; „მერთვის რიონს ჯეჯორის, მდინარე დის კუდაროს ჩასავლით… მერმე მოიქცევის და დის ჩდილოთ, რიონამდე“, უთუოდ ამნაირადვეა წარმოქმნილი ჰიდრონიმი ქცია, რომელიც ჯერ სამხრეთიდან მდინარებს ჩრდილოეთით, ნახიდურიდან კი ის მკვეთრად უხვევს აღმოსავლეთისაკენ ანუ სხვა მხარეს მიიქცევა. ქცია, მაშასადამე, ისეთივე შინაარსის ერთეული ყოფილა, როგორიცაა:მისაქციელი, მოსაბრუნი, გადასაქციელი… მდ. ქციას, დროა მოეხსნას უსამართლოდ მიკუთვნებული ბრალდება, როგორც „ქვეყნის დამაქცევარს“, ხიდების დამანგრეველს და ა.შ. ქცია, უბრალოდ, ის მდინარეა, რომელიც დინების მიმართულებას მკვეთრად იცვლის, სხვა მხარეს მიიქცევა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები