ხრაშუნასებრი ჰიგროფორუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხრაშუნასებრი ჰიგროფორუსი (ლათ. Hygrophorus russula (Fr.) Quel. რუს. Гигрофор сыроежковый)
ქუდი – 7-15 სმ დიამეტრისაა, ჯერ ბალიშისებრია, შემდეგ ბრტყელი, შეკეცილი კიდეებით, შუაში ახასიათებს ბლაგვი ბორცვაკი, რომელიც დაფარულია მუქი ქერცლებით, ხორცისფერ-წითელია ან მუქი ვარდისფერი. ფირფიტები მოთეთროა, მოწითალო ლაქებით.
ფეხი – 7-10 სიგრძისა და 1,5-2 სმ სისქისაა, ცილინდრულია, მაგარი, ჯერ თეთრია, შემდეგ მოვარდისფერო, უფრო მუქი ბოჭკოებით ან ქერცლებით დაფარული ზედაპირით, ქუდთან თეთრია.
რბილობი – თეთრი.
სპორები – ელიფსისებრი, უფერული, 6-8X4-6 მკმ.
იზრდება ნიადაგზე ფოთლოვან და შერეულ ტყეში, ძირითადად – შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად ახალი.