ხუგლიარები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხუგლიარები – მოხეტიალე მსახიობების სახელწოდება ესპანეთში. პირველი ცნობები ხუგლიარების შესახებ მოიპოვება 11-12 სს. ლიტერატურულ და ისტორიულ წყაროებში. ხუგლიარები იყვნენ სახალხო წარმოდგენების ძირითადი შემსრულებლები. მათი ხელოვნება აღბეჭდილი იყო წარმართული მხიარულებით და ტემპერამენტით.