ხუთმხრივი ხელშეკრულება თავდაცვის შესახებ 1975 (ანზიუკი)
ხუთმხრივი ხელშეკრულება თავდაცვის შესახებ 1975 (ანზიუკი) – დაიდო დიდ ბრიტანეთს, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, მალაიზიასა და სინგაპურს შორის დიდი ერთობლივი კომუნიკეს ფორმით, რომელიც მიიღეს ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლონდონის თათბირზე ( 15-16.IV), ძალაში შევიდა 1.XI.1971, ანზიუკი ეწოდა მონაწილე სახელმწიფოთა პირველი ასოების მიხედვით. შეთანხმებამ შეცვალა ინგლის-მალაიზიის ხელშეკრულება 1971 და ანზამი.
ხელშეკრულება ითვალისწინებს ანზიუკის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების შექმნას ერთიანი სარდლობით, რომელშიც შედიოდა დიდი ბრიტანეთის, ავსტრიის და ახალი ზელანდიის სახმელეთო, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ქვედანაყოფები, დისლოცირებული მალაიზიისა და სინგაპურის რაიონში; მალაიზიის და სინგაპურის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის „გაერთიანებული სისტემის“ ორგანიზებას; ასევე ერთობლივი სამხედრო მეცადინეობების ჩატარებას. მოქმედებათა კოორდინაციის მიზნით იქმნებოდა გაერთიანებული საკონსულტაციო საბჭო. 1975-76 ბრიტანეთის მთავრობამ სინგაპურიდან გამოიწვია თავისი სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების ქვედანაყოფები. მიუხედავად ამისა, შეთანხმება ძალაში რჩება და დროდადრო მისი მონაწილეები ცდილობენ, გაააქტიურონ ამ დაჯგუფების მოღვაწეობა.