ხულგუმო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხულგუმო – სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, კარტიკამის თემში, ახალქალაქის პლატოზე, მდინარე ფარავნის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 1670-1700 მ სიმაღლეზე, ქ. ახალქალაქიდან 2 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 1254. მათი უმეტესობა (99 %) სომეხია (2002). შემორჩენილია 2 ეკლესია, ერთი ძლიერ დანგრეული. მათ ჭიკნავორ-ეკლესიებს ეძახიან.