ხუნწი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხუნწი - Ribes alpinum L.
მთიულ. – მაცხარი, თუშ., ხევს. – ალუდა, აჭარ. – მერცხალი
ხუნწი ეკუთვნის ხუნწისებრთა ოჯახს. გავრცელებულია მთის შუა და ზედა სარტყელში. სიმაღლეში 1-2 მ-ს აღწევს, თუმცა გვხვდება ხოლმე 3 მ სიმაღლის ბუჩქიც. ფოთოლი ძირითადად სამნაკვთიანია, იშვიათად ხუთნაკვთიანი. ზედა მხრიდან შიშველი და პრიალა, ქვედა მხრიდან – შიშველი ან ალაგ-ალაგ შებუსვილი. ყვავის მაისში ან ივნისში. ნარინჯისფერი ორი ან სამი ყვავილი მტევნადაა შეკრებილი. ნაყოფი მწიფდება ივლისის ბოლოს. კაშკაშა ნარინჯისფერი — წითელია.